ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, სოციალური პრობლემების მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„სოციალური პრობლემების მქონე ოჯახები მოვინახულეთ და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების და ხანდაზმული თანამოქალაქეებისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე პირების და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური ბენეფიტები წელსაც გავზარდეთ, მათ კიდევ სჭირდებათ ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“ - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.