კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა საახალწლოდ მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და დედ-მამით ობოლი ბავშვები მოინახულეს.
ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცეს, შობა და დამდეგი ახალი 2024 წელი მიულოცეს.
საახალწლოდ ტკბილეული და ხილი უმწეო მოქალაქეთა უფასო კვების სასადილოს 80 ბენეფიციარმაც მიიღო.