logo_geo
eng_logo
სერბეთში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
- +

31 დეკემბერი. 2023. 14:36

 

 

სერბეთში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ბელგრადის ცენტრში ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა.

 

ოფიციალური მონაცემებით, 17 დეკემბრის არჩევნებში სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“კი მეორე ადგილი დაიკავა.

 

ოპოზიციურმა ალიანსმა ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების შესახებ განაცხადა, საარჩევნო კომისიამ კი უარი თქვა ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რის გამოც დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner