logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ომი მრავალი თვე გაგრძელდება
- +

31 დეკემბერი. 2023. 19:40

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

 

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას  მიზნების მიღწევამდე და დასძინა, რომ მას სურს გააკონტროლოს ბუფერული ზონა ეგვიპტე-ღაზას საზღვრის ირგვლივ.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ  „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner