„არ არსებობს განათლებაზე დიდი ინვესტიცია ქვეყნის განვითარებისათვის."- „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებას აფასებს:
„ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ცენტრს თბილისში და საუნივერსიტეტო ქალაქს აშენებს ქუთაისში.
მე ვამბობ მადლობას!"- აღნიშნავს აბესაძე.
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საუნივერსიტეტო ქალაქის პრეზიენტაციაზე განაცხადა, ქუთაისში ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი.
„დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია, არ გავისხენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს. როგორც ილია ამბობდა, მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი. დღეს ჩვენი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველი ეყრება ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ რეგიონში",-აღნიშნა პრემიერმა.
გიროგი კვირიკაშვილის თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევით, რადგან ქუთაისი ის ქალაქია, სადაც სუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი სანაგმანათლებლო ცენტრის ფუნქცია.
"ქუთაისისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის დაბრუნების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს იდეა მან პირველად საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წელს გაუზიარა, როდესაც პირველი წერილი გამოაქვეყნა, თუმცა თავად იდეა ბევრად არდე გაჩნდა, დღეს იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრისთის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში იწყებს ხორცშესხმას. ამისთვის მადლობა მინდა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი "ქართუ".ორივე პროქტი სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცემა.