დანიის დედოფალმა მარგრეტე მეორემ განაცხადა, რომ ტახტზე უარს ამბობს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ დედოფალმა ტელემიმართვაში განაცხადა. მარგრეტე ტახტს 14 იანვარს დათმობს, თავისი კორონაციიდან ზუსტად 52 წლის შემდეგ. შემდეგ კი დანიის მეფე მისი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი გახდება.
83 წლის მარგრეტეს დანიის ისტორიაში ტახტი ყველაზე დიდხანს ეკავა.