საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში თანასოფლელის განზრახ მკვლელობით ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.