logo_geo
eng_logo
ორსაათიანი შთამბეჭდავი სანახაობა, სახელწოდებით "ევროპული ქალაქიდან ევროპაში" - ახალ 2024 წელს თბილისი საახალწლო გალა-კონცერტით შეხვდება
- +

31 დეკემბერი. 2023. 23:44

 

 

ახალ 2024 წელს თბილისი საახალწლო გალა-კონცერტით შეხვდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორსაათიანი შთამბეჭდავი სანახაობა, სახელწოდებით "ევროპული ქალაქიდან - ევროპაში", ზუსტად 00:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი მოედანზე შეკრებილი ხალხი დარჩენილ წამებს აითვლის.

 

შეკრებილების საახალწლო განწყობაზე ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, გუნდები, ანსამბლები, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი იზრუნებენ.

 

"გალა კონცერტზე" წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები, ასევე სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ორი ცნობილი საშობაო სიმღერა ქართული ტექსტით.

 

პროგრამა მთლიანობაში 30 მუსიკალურ ნომერს შეიცავს. ღონისძიებაში კი 200-ზე მეტი არტისტი იღებს მონაწილეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner