logo_geo
eng_logo
ფილმ "მარტო სახლში 2"-ში ნაჩვენები სახლი აუქციონზე იყიდება
- +

1 იანვარი. 2024. 01:24

 

 

სახლი, რომელიც ფილმ „მარტო სახლში 2-შია“ გამოყენებული აუქციონზე 6,7 მილიონ დოლარად იყიდება.

 

სახლს 4 საძინებელი, კაბინეტი, მაღალი ჭერი, კაკლის იატაკი, მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი, 4 სველი წერტილი, ბაღი და ერთი ტერასა აქვს და მანჰეტენზე მდებარეობს.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 3 დეკადის წინ გამოვიდა, სახლის მფლობელები დღესაც იღებენ წერილებს მსოფლიოს გარშემოდან აღნიშნულ მისამართზე. ამასთანავე, ბევრი ადამიანი მოდის სახლთან და სამახსოვრო ფოტოებს იღებენ“, - განაცხადა უძრავი ქონების აგენტმა დექსტერ გუერერიმ.

 

ცნობისთვის „მარტო სახლში 2"-ის პრემიერა 1992 წელს შედგა. მისი გადაღება 28 მილიონი დოლარი დაჯდა, ხოლო შემოსავლის სახით ფილმმა 359 მილიონი დოლარი მიიღო. ამასთანავე, მთავარი როლის შემსრულებელმა მაკოლაი კალკინმა კევინ მაკკალისტერის როლისთვის 4,5 მილიონი დოლარი და ფილმის შემოსავლის 5% მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner