logo_geo
eng_logo
იაპონიაში, ძლიერი მიწისძვრის გამო, ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
- +

1 იანვარი. 2024. 13:46

 

 

იაპონიის ცენტრალურ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა და ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, სანაპირო რაიონების მოსახლეობას - განსაკუთრებით ნოტოს პროვინციის მცხოვრებლებს - მაღალ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდებენ.

 

ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნოტოში ტალღებმა, შეიძლება, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც, სადაც ტალღებმა, შესაძლოა, 3 მეტრს მიაღწიოს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში, მიწისძვრის გამო, დაახლოებით 32 500 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეფექტურაში ბევრი სახლი ჩამოინგრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner