არ დავივიწყოთ უკრაინა, პალესტინა, ისრაელი, რომლებიც ომში არიან, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
"მადლიერებით ვიხსენებ უთვალავ ლოცვასა და სამშვიდობო ინიციატივას, რომლებიც ტარდება ამ დღეს ყველა კონტინენტზე საეკლესიო თემების მხარდაჭერით", - განაცხადა რომის პაპმა.
"გთხოვთ, ნუ დავივიწყებთ უკრაინას, პალესტინას, ისრაელს, რომლებიც ომში არიან. ყველამ ერთად მშვიდობისთვის ვილოცოთ", - დასძინა მან.