ესტონეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ქორწინების შესაძლებლობას, განურჩევლად მათი სქესისა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.
ესტონეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონი 20 ივნისს დაამტკიცა. ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, ესტონეთში დაქორწინებას ორი ზრდასრული ადამიანი მათი ქსესის მიუხედავად შეძლებს. ამასთან, ახალი კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებობას აძლევს.
ესტონეთის სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაასრულებს მრავალწლიან სამართლებრივ დაბნეულობას და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას და თანაბარ უფლებებს ესტონეთის ყველა მოქალაქისთვის.