logo_geo
eng_logo
ქუთაისში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 2 ადამიანი დაშავდა
- +

2 იანვარი. 2024. 10:26

 

 

ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ.

 

არსებული ცნობით, დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

„შემოვიდა ორი პაციენტი პიროტექნიკით დაზიანებული, აღენიშნებოდა ორივეს მტევნის ტრავმა, ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან განყოფილებაში და უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკის საშუალებით, რომელსაც გამოიყენებდნენ გაუსკდათ ხელში რა, ასე რომ ვთქვათ, მოხმარების დროს“, - აცხადებს ექიმი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner