ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა. მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ.
არსებული ცნობით, დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„შემოვიდა ორი პაციენტი პიროტექნიკით დაზიანებული, აღენიშნებოდა ორივეს მტევნის ტრავმა, ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან განყოფილებაში და უგრძელდებათ მკურნალობა. პიროტექნიკის საშუალებით, რომელსაც გამოიყენებდნენ გაუსკდათ ხელში რა, ასე რომ ვთქვათ, მოხმარების დროს“, - აცხადებს ექიმი.