logo_geo
eng_logo
ჩაკვეტაძემ ახალი წელი საგოლე პასით დაიწყო
- +

2 იანვარი. 2024. 11:00

 

 

ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ მეორედ მოხვდა „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად „პლიმუთს“ დაუპირისპირდა და უხვგოლიან და სანახაობრივ მატჩში ქულა მოიპოვა – 3:3.

 

ჩაკვეტაძემ 72 წუთი ითამაშა. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, თამაში სწრაფ ტემპში წარიმართა და პირველ ტაიმში ხუთი გოლი გავიდა.

 

„უოტფორდმა“ ანგარიში მე-11 წუთზე ედო კაიემბეს გოლით გახსნა. მე-20 წუთზე „პლიმუთის“ ნახევარმცველმა, ფინ აზაზმა ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა. 27-ე წუთზე გატანა ჩაკვეტაძესაც შეეძლო, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და გუნდი გადაარჩინა, მასპინძლებმა ამის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და მორგან ვიტეკერმა „პლიმუთი“ დააწინაურა.

 

38-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ და ისმაელ კონემ საჯარიმოსთან „კედელი“ გაითამაშეს და  კონეს დარტყმის შემდეგ ბურთი „პლიმუთის“ კარის „ცხრიანში“ შევარდა.

 

42-ე წუთზე „პლიმუთის“ შოტლანდიელმა თავდამსხმელმა, რაიან ჰარდმა მცველს უყურადღებობა არ აპატია და მასპინძლებმა ტაიმი 3:2 მოიგეს.

 

მეორე ნახევარში „უოტფორდმა“ უპირატესობა მოიპოვა და 57-ე წუთზე რაიან ენდრიუსმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, თამაში 3:3 დასრულდა და ჩემპიონშიფში გამართული 26 ტურის შემდეგ, „უოტფორდმა“ 36 ქულით მე-10 ადგილი შეინარჩუნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner