სამხრეთ კორეაში წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ლი ჯე-მიუნგი კისრის არეში დაჭრეს ქალაქ ბუსანში ვიზიტის დროს.
როგორც CNN წერს, პოლიტიკოსი ახლად აშენებულ აეროპორტში ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ. პარტიის სპიკერის თქმით, მას კისრის მარცხენა მხარეს 1 სანტიმეტრიანი ჭრილობა აღენიშნება.
თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს, ლი ჯე-მიუნგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარს გამოეხმაურა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ ოოლი. მან მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა და სამართალდამცველებს მომხდარის სწრაფად გამოძიება დაავალა.