logo_geo
eng_logo
ფრანგული მედია ზურიკო დავითაშვილზე წერს - ქართველი „ბორდოს“ ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელებს შორისაა
- +

2 იანვარი. 2024. 13:04

 

 

​ფრანგულმა გამოცემა webgirondins-მა „ბორდოს“ მოთამაშეების მიერ 2023/2024 წლების სეზონის დაწყებიდან ნაჩვენები სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ კრიტიკის მიუხედავად, ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.

 

გამოცემამ ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელების რეიტინგი გოლი+პასი სისტემით შეადგინა. დავითაშვილს სეზონის დაწყებიდან 4 ქულა დაუგროვდა. 20 მატჩში მან 1403 წუთი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

„ეს რეიტინგი აჩვენებს, სეზონის დაწყებიდან „ბორდოში“ გადამწყვეტ როლს რომელი ფეხბურთელები ასრულებენ. სათამაშო დრო ითვლება საფრანგეთის თასის მატჩების ჩათვლით“, – წერს გამოცემა.

 

ყველაზე ეფექტური სლოვენიელი თავდამსხმელი ზან ვიპოტნიკია, რომელმაც 6 ქულა დააგროვა – 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

 

„ბორდოს“ მოთამაშეთა რეიტინგი:

 

  1. ზან ვიპოტნიკი 6 (4+2)

 

  1. ალბერტ ალისა 5 (5+0)

 

  1. გაიტან ვაისბეკი 4 (3+1)

 

  1. ზურიკო დავითაშვილი 4 (1+3)​

 

კიდევ ერთმა გამოცემამ, girondins4ever-მა კი საპირისპირო შეფასება გამოაქვეყნა და „ბორდოს“ ოთხი მოთამაშე (ზურიკო დავითაშვილი, ალიუ ბაჯი, ალექს პიტუ და ჯერემი ლივოლანი) იმ ფეხბურთელებს შორის დაასახელა, რომლებიც იმედებს ვერ ამართლებენ.

 

„ზურიკო დავითაშვილმა სეზონი ისე ვერ დაიწყო, როგორი იმედიც გულშემატკივრებს ჰქონდათ. გაცილებით ნაკლებად ასრულებს გადამწყვეტ როლს, ძველებურად კარს ხშირად არ უმიზნებს და ამას მხოლოდ ხანდახან ახერხებს.

 

ის შემაშფოთებელ ნიშნებს ავლენს. ზურიკო სწრაფად ბრაზდება, დრიბლინგებითაც ნაკლებად გამოირჩევა და ბურთის დაკარგვის შემდეგ მის დასაბრუნებლად აღარ იბრძვის. ჯერ ის მწვრთნელის ნდობას ინარჩუნებს, მაგრამ რამდენ ხანს, ეს საკითხავია“, – წერს გამოცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner