საფრანგეთის ლიგა-1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა 2023-24 წლების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად შეადგინეს.
ნაკრებში მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ ექვსი ფეხბურთელი. დანარჩენი მოთამაშეები წარმოადგენენ „ნიცას“, „მონაკოს“, „მარსელსა“ და „ლილს“.
მეკარე – მარცინ ბულკა (ნიცა);
მცველები – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ლენი იორო (ლილი), ჟან-კლერ ტოდიბო (ნიცა), ლუკას ერნანდესი (პსჟ);
ნახევარმცველები – უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ვიტინია (პსჟ);
ფორვარდები – უსმან დემბელე (პსჟ), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი), კილიან მბაპე (პსჟ).
საფრანგეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიდერობს. უახლოესი მდევარია „ნიცა“, რომელიც პარიზელებს ხუთი ქულით ჩამორჩება.