logo_geo
eng_logo
ისრაელში აცხადებენ, რომ სირიაში სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში
- +

2 იანვარი. 2024. 18:24

 

 

ისრაელში აცხადებენ, რომ სირიაში სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს ავიაიერიში, რაც 1-ელ იანვარს სირიის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხს წარმოადგენდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

„ცაჰალის“ ინფორმაციით, დაზიანებულია სირიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურა, თუმცა სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA ამ ცნობებს უარყოფს.

 

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ განახორციელეს დარტყმები ლიბანში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner