ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად უწოდა.
"კვლავ ბარბაროსული მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნალში. დასავლეთის მიერ [უკრაინისათვის] მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა აკეთებს თავის საქმეს სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.