logo_geo
eng_logo
ესტონეთის პრეზიდენტი: რუსეთის სარაკეტო თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაუსჯელი არ დარჩება
- +

2 იანვარი. 2024. 18:37

 

 

ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად უწოდა.

 

"კვლავ ბარბაროსული მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნალში. დასავლეთის მიერ [უკრაინისათვის] მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა აკეთებს თავის საქმეს სიცოცხლის გადასარჩენად", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner