logo_geo
eng_logo
დმიტრო კულებამ ხუთი ნაბიჯი დაასახელა, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან ელის
- +

2 იანვარი. 2024. 19:40

 


რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლეთის რეაქციასა და გადამწყვეტ ზომებს ელოდება.

 

 

"პუტინი აძლიერებს ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. სულ რაღაც ოთხ დღეში უკვე მეორე მასიური სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები და დაღუპულები, მათ შორის ბავშვები. ჩვენ ველით, რომ ყველა სახელმწიფო მკაცრად დაგმობს თავდასხმას და მტკიცე ზომებს მიიღებს", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

დმიტრო კულებამ ის ხუთი ნაბიჯი დაასახელა, რომელიც დასავლეთმა ახლავე შეიძლება გადადგას:

 

 

  1. უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარება
  2. უკრაინის ყველა ტიპის საბრძოლო დრონებით უზრუნველყოფა
  3. უკრაინისათვის შორ მანძილზე (300 კმ+) მოქმედი რაკეტების მიწოდება
  4. უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების დაშვება
  5. რუსი დიპლომატების იზოლირება შესაბამის დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში

 

 

"მოსკოვის ტერორისტულმა რეჟიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს არ დახუჭავს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner