logo_geo
eng_logo
თურქეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი: ბრიტანეთის მიერ უკრაინისათვის გადაცემული ტრალერები ვერ შეძლებენ თურქეთის სრუტეების გავლით შავ ზღვაში შესვლას, ვიდრე ომი გრძელდება
- +

2 იანვარი. 2024. 20:16

 

თურქეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთმა ორ ტრალერს, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა, შავ ზღვაში შესვლის საშუალება მისცა.

 

 

დეკემბერში ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვაო ფლოტს გადასცემს ორ ტრალერს - სამხედრო გემი, რომელიც განკუთვნილია წყალქვეშა ნაღმების მოსასპობად.

 

 

"თურქეთმა დაუყონებლივ შეაფასა რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ომი და სრუტეების რეჟიმის შესახებ მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, დახურა სრუტე საომარ მდგომარეობაში მყოფი მხარეების [რუსეთი და უკრაინა] სამხედრო გემებისთვის", - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებაში.

 

 

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთი, რომელიც 1936 წლიდან მიუკერძოებლად და გულმოდგინედ ახორციელებს მონტრეს კონვენციას, ინარჩუნებს თავის ურყევ გადაწყვეტილებასა და პრინციპულ პოზიციას თავიდან აიცილოს დაძაბულობის ესკალაცია შავ ზღვაში.

 

 

"ჩვენს შესაბამის მოკავშირეებს სათანადოდ ეცნობათ, რომ ბრიტანეთის მიერ უკრაინისათვის გადაცემული ტრალერები ვერ შეძლებენ თურქეთის სრუტეების გავლით შავ ზღვაში შესვლას, ვიდრე ომი გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner