logo_geo
eng_logo
მედია: ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე დაიღუპა
- +

2 იანვარი. 2024. 21:26

 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ლიბანური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

 

 

სალეხ ალ-არური ითვლებოდა „ჰამასის“ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner