logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს...
- +

12 სექტემბერი. 2016. 23:47


 

„მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს. ეს იყო თურმე ძირითადი მიზეზი პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის", -  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა  გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა.


„მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ ხდება. სააკაშვილმა მოინდომა და რომ ვკითხე, რას აკეთებ, რაში გჭირდება-თქო, დემონსტრაციას ვერსად გამართავენო. მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს. ეს იყო თურმე ძირითადი მიზეზი პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის. ქუთაისელები ამას საწყენად ნუ მიიღებენ, მაგრამ ძალიან არაეფექტურია ეს. თუ გინდათ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთონ და დღეში 6 საათი არ იყვნენ გზაში გამოკიდებული.

 

უამრავი ავარია მოხდა, უამრავი ტრანსპორტი იმტვრევა, უამრავი საწვავი იხარჯება. ეს ყველაფერი ღირს ფული და მიდის ბიუჯეტიდან", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner