უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 500 რაკეტა და დრონი გაუშვეს.
"ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, მტერმა, სულ მცირე, 500 რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით. მადლობა დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი წვლილისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, კერძოდ რადარების, დრონების საწინააღმდეგო სისტემებისა და რაკეტების მიწოდებით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.