გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა მიაწოდოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები.
"უკრაინას სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა, მეტი სათადარიგო ნაწილები და Taurus-ის რაკეტები სასწრაფოდ უნდა მიეწოდოს [უკრაინას]", - აღნიშნა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბუნდესტაგის ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის დაპირება, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას "იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", მხოლოდ სიტყვები იქნება, თუ გერმანია ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უკრაინას ბევრად მეტ მხარდაჭერას არ გაუწევს.