ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი ირანის მიერ დანერგილი რადიკალური ისლამის საშიში შეხედულებების წინააღმდეგ უკვე დაიწყო.
"ჩვენ მესამე მსოფლიო ომის შუაგულში ვართ - ირანის წინააღმდეგ, რომელიც უძღვება რადიკალურ ისლამს და რომლის საცეცები უკვე ევროპაშია", - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ისრაელის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მან საგარეო უწყება დატოვა პანდემიის ფონზე და ახლა დაბრუნდა ომის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს არა მხოლოდ "ჰამასის", არამედ ძალადობრივი რადიკალური იდეოლოგიის წინააღმდეგაც.
"ეს არ ჰგავს პირველ ან მეორე მსოფლიო ომს. ისრაელი ამ ომის წინა ხაზზეა", - აღნიშნა ისრაელ კაცმა.