logo_geo
eng_logo
„ჰეზბოლა“ პირობას დებს, რომ უპასუხებს სალეხ ალ-არურის მკვლელობას
- +

3 იანვარი. 2024. 10:03

 

 

ლიბანური რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ პირობას დებს, რომ პასუხს გასცემს ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილის, სალეხ ალ-არურის მკვლელობას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

 

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს დანაშაული რეაგირებისა და სასჯელის გარეშე არ დარჩება“, - ნათქვამია ლიბანური ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

 

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის სავარაუდო დარტყმას უწოდებს „სერიოზულ თავდასხმას ლიბანზე, მის ხალხზე, მის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner