logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: რუსეთი პასუხს აგებს სამხედრო დანაშაულებზე
- +

3 იანვარი. 2024. 13:30

 

 

„რუსეთი პასუხს აგებს თავის სამხედრო დანაშაულებზე“, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„რუსეთმა ახალი წელი დაიწყო კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ასზე მეტი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატების გასროლით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნების განადგურებითა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის განადგურებით. რუსეთი პასუხს აგებს თავის სამხედრო დანაშაულებზე“, – წერს ბორელი „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner