logo_geo
eng_logo
„პატივცემულო ვლადიმერ ვოლფოვიჩ!“- ნათელაშვილი ჟირინოვსკის თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
- +

13 სექტემბერი. 2016. 00:00



„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილს უგზავნის:



პატივცემულო ვლადიმერ ვოლფოვიჩ! ლეიბორისტული პარტიის სახელით მსურს უდიდესი ნდობა გამოვხატო თქვენი ნამდვილი პატრიოტული პოლიტიკური ძალის მიმართ.

 

ლეიბორისტული პარტია სრულად იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ჭეშმარიტ პატრიოტულ ძალებს შეუძლიათ ამ ქვეყნების გადარჩენა გლობალიზმის ექსპანსიისგან, რომელიც ეროვნულ კულტურას, ეროვნულ ეკონომიკას და ტრადიციული საზოგადოების საფუძველს ანადგურებს.

 

ჩვენთვის დიდი პატივია პატრიოტული ძალების ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად თქვენი მოწვევის მიღება.

 

ამასთანავე ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი პოლიტიკური პროცესის განვითარების მხრივ ბუნდოვანი სიტუაციის გათვალისწინებით ამ ეტაპზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ.

 

ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი ლეიბორისტულ პარტიას გადაწყვეტილების მისაღებად ერთ თვეს მისცემს.

 

ამ ღონისძიებაში მონაწილეობით, ასევე თქვენთან და თქვენს კოლეგებთან შეხვედრით ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ და მომავალი კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედს ვიტოვებთ.

 

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner