logo_geo
eng_logo
ირანში გენერალ ყასიმ სულეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებას 50 ადამიანი ემსხვერპლა
- +

3 იანვარი. 2024. 17:10

 

 

ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასეიმ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება.

 

არსებული ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. 60-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მკურნალობს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

 

2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასიმ სულეიმანი ემსხვერპლა.

 

https://www.bbc.com/news/world-middle-east-67872281

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner