ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასეიმ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. 60-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მკურნალობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასიმ სულეიმანი ემსხვერპლა.
https://www.bbc.com/news/world-middle-east-67872281