საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც აიხსნება აკომოდაციის მიმზიდველი ფასებით (ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს), უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით (დაბალია დანაშაულის მაჩვენებელი) და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შემოსვლის სიმარტივით (მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები). თბილისი საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც. შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე
იგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია“, - წერს „ფორბსი“.
სტატიაში, პირველ ადგილს პორტუგალიის კუნძული, მადეირა იკავებს. კვლევისთვის 112 ქვეყნის, 11 963 მოგზაური გამოკითხა"- წერს ნინო გიორგობიანი.