logo_geo
eng_logo
The New York Times: უკრაინის მთავრობის მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელების სულისკვეთების ამაღლებას, კრიტიკის სამიზნე გახდა ომის ვარდისფერ ფერებში წარმოჩენისთვის
- +

3 იანვარი. 2024. 19:37

 

უკრაინის მთავრობის მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და უკრაინელების სულისკვეთების ამაღლებას, კრიტიკის სამიზნე გახდა ომის ვარდისფერ ფერებში წარმოჩენისთვის, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით ეს სახელმწიფო პროპაგანდაა: ომის გაჭიანურების ფონზე უკრაინელები თავს არიდებენ სატელევიზიო ახალ ამბებს.

 

 

"გაერთიანებული ახალი ამბების ტელემარათონი" უკრაინის საინფორმაციო ომის მთავარ ინსტრუმენტად იქცა, ხოლო ოფიციალური პირები, რომლებიც რეგულარულად გამოდიან მანდ, მაღალ შეფასებას აძლევენ მის როლს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სულისკვეთების მხარდაჭერაში", - წერს გაზეთი The New York Times-ი.

 

 

"მაგრამ თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, უკრაინელები დაიღალნენ ტელემარათონით. ის, რაც ოდესღაც ქვეყნის გაერთიანების გადამწყვეტ ინსტრუმენტად ითვლებოდა, ახლა სულ უფრო და უფრო განიხილება, როგორც მთავრობის რუპორი", - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელი მაყურებლები ჩივიან, რომ პროგრამა ხშირად წარმოაჩენს ომს ზედმეტად ვარდისფერ ფერებსი, მალავს შემაშფოთებელ მოვლენებს ფრონტზე და დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებას და საბოლოოდ არ ამზადებს მოქალაქეებს ხანგრძლივი ომისთვის.

 

 

გაზეთი აღნიშნავს, რომ აუდიტორია და ნდობა ტელემარათონის მიმართ დაეცა.

ექსპერტები, რომლებთანაც გაზეთ The New York Times-მა ისაუბრა, მიიჩნევენ, რომ ეს ფრონტზე შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუების ნიშანია.

 

 

"ყველას მობეზრდა ეს სურათი, რომელიც ამბობს: "ჩვენ ვიმარჯვებთ, ყველას მოვწონვართ და ყველა ფულს გვაძლევს", - აღნიშნა კიევში მდებარე მედია მონიტორინგის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ოქსანა რომანიუკმა.

 

 

უკრაინელმა მედიაექსპერტმა, იგორ კულიასმა აღნიშნა, რომ 2023 წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები იყენებდნენ ენას, რომელიც ხაზს უსვამდა „უკრაინული ძალების ეფექტურობასა და ოსტატობას“, ხოლო რუსული ძალები „აღწერილი იყო, როგორც პანიკის მდგომარეობაში მყოფი“.

 

 

"ეს იყო სრულიად განსხვავებული რეალობა ადგილზე არსებული სიტუაციისგან", - განაცხადა კულიასმა.

 

 

გაზეთი წერს, რომ ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ ტელემარათონი ახლა უფრო მეტ ზიანს აყენებს უკრაინას, ვიდრე სიკეთე მოაქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner