რუსეთმა და უკრაინამ ასობით სამხედრო ტყვე გაცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში 230 სამხედრო ტყვე დაბრუნდა, ხოლო რუსეთში - 248.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება შესაძლებელი გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობითი ძალისხმევის წყალობით.