უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთსა და უკრაინას შორის ასობით სამხედრო ტყვის გაცვლას გამოეხმაურა.
"ჩვენი 230 მოქალაქე. დღეს სახლში დაბრუნდა 213 ჯარისკაცი და სერჟანტი, 11 ოფიცერი და 6 მშვიდობიანი მოქალაქე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ შედეგს მიაღწია. ჩვენ გვახსოვს თითოეული ჩვენი მოქალაქე.ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველა მათგანი", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.