„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არჩეული, რაშიც არამარტო „ქართული ოცნება", არამედ მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული. ჩვენი მიმართულება კონკურენციის გარეშე გახლავთ ევროპა, ევროკავშირი, ევროატლანტიკური სივრცე. უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატო-ს საქართველოსთივს არა ჰყავს ცვლა და არა ყავს კონკურენტი."- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„თუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გვინდა, ამას ჩვენც ვამბობთ და დღესაც შემიძლია გავიმეორო - რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე. რაც წყალგამყოფი შეიძლება გახდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მშვიდობიანად დავალაგოთ ურთიერთობები მეზობელთან და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული. შესაბამისად, მისი შანსები პარლამენტში შევლისა არის დაბალი" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.