რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, - განაცხადესსაფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კითხვაზე - 2023 წლის 30 დეკემბერს კიევმა მასიური დარტყმები განახორციელა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით. ამ თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 25 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. როგორია საფრანგეთის პოზიცია უკრაინის მიერ ამ ტიპის იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით? -საფრანგეთის საგარეო უწყებაში უპასუხეს:
არსებობს აგრესორი სახელმწიფო, რუსეთი, რომელიც ატარებს ტერორის სტრატეგიას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, და არსებობს თავდასხმის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, უკრაინა, რომელიც მოქმედებს თავდაცვის მიზნით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად. რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ბოლო მოუღოს ამ კონფლიქტს და მის თანმხლებ ადამიანურ ტრაგედიას, რაზეც მას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამისათვის მან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან. ეს არის აუცილებელი პირობა გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენისა და სამართალზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად.