logo_geo
eng_logo
„ჰეზბოლას“ ლიდერი: ჩვენ არ გვეშინია ომის - ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს, ინანებს
- +

4 იანვარი. 2024. 00:21

 

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეხ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება.

 

 

"მსგავსი რამ პირველად მოხდა 2006 წლის შემდეგ. ეს სახიფათოა", - აღნიშნა რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

 

 

"ჩვენ არ გვეშინია ომის. ვინც ჩვენთან ომზე ფიქრობს, ინანებს. ჩვენთან ომი ძალიან ძვირი დაუჯდება [ნებისმიერს]", - განაცხადა ჰასან ნასრალამ.

 

 

მისი თქმით, თუ ისრაელი ომს დაიწყებს ლიბანის წინააღმდეგ, "ჰეზბოლას" ბრძოლას არ ექნება წესები.

 

 

2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner