logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა ირანში მომხდარი ტერაქტი დაგმო
- +

4 იანვარი. 2024. 10:46

 

 

ევროკავშირმა ირანში მომხდარი ტერაქტი დაგმო, რის შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

 

„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ირანის ქალაქ კერმანში ბომბის აფეთქების ფაქტს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, ასევე ბევრი ადამიანი დაჭრა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“ - წერია ევროკავშირის განცხადებაში.,

 

ირანში 3 იანვარს მომხდარი ტერაქტი გერმანიამაც დაგმო. „ეს ძალზე სამწუხარო ფაქტია. კერმამში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის არიან ბავშვებიც. კატეგორიულად ვგმობთ ამ ტერორისტულ აქტს. ირანელი ხალხი მშვიდობას და უსაფრთხოებას იმსახურებს“, - აცხადებენ გერმანიის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

 

ცნობისთვის, ირანის ქალაქ კერმანის სასაფლაოზე 3 იანვარს მომხდარ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 95 ადამიანი ემსხვერპლა და 200 დაიჭრა. ტერაქტის მომენტში სასაფლაოზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, ხალხი იქ გენერალ კასემ სულეიმანის დაღუპვიდან მესამე წლის თარიღთან დაკავშირებით შეიკრიბა. ირანული მედიის ცნობით, ბომბები ჩანთებში იდო და ის დისტანციურად აამოქმედეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner