logo_geo
eng_logo
ჟოაო ფელიქსმა შეიძლება კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს
- +

4 იანვარი. 2024. 10:48

 

 

„ბარსელონასა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ჟოაო ფელიქსმა, რომელზეც უფლებები მადრიდის „ატლეტიკოს“ ეკუთვნის, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

 

ინტერნეტ-გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, თუ კატალონური კლუბი ვერ შეძლებს 24 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვას, მაშინ ფელიქსი მზად არის საუდის არაბეთში გადავიდეს, სადაც მისი შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ჟოაო ფელიქსმა შობა ერ-რიადში გაატარა და საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქი მოინახულა.

 

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner