logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს!
- +

4 იანვარი. 2024. 11:57

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში.

 

,,ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს!

 

ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა უშუალოდ მისგან მიგვეღო უამრავი საჭირო რჩევა, გვესწავლა მოყვასის სიყვარული და პატივისცემა.

 

მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ვუსურვო მისი სამშობლოს კიდევ არაერთი წარმატება, და უმთავრესად, საქართველოს გამთლიანება, რადგან სწორედ ეს იქნება უწმინდესის უდიდესი ღვაწლის დაფასება.

 

თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და გისურვებთ კიდევ დიდ ხანს გეტვირთოთ საქართველოს დედა ეკლესიის მესაჭეობა,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner