logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წლის იუბილეს!
- +

4 იანვარი. 2024. 12:50

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის იუბილეს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე მის ღვაწლს გაუშვა ხაზი.

 

ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 91 წლის იუბილეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერების სათავეში დიდხანს ყოფნას. უდიდესია მისი ღვაწლი სასულიერო და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას, ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ. ბედნიერია ჩვენი თაობა იმით, რომ თითოეული ჩვენგანი მისი მოღვაწეობის უშუალო თანამონაწილე ვართ,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner