ევროლიგის მე-18 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა, რომელიც დრამატულ ბრძოლაში, 85:83 დაამარცხა. იტალიურ გუნდში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 32 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის „ყველაზე სასარგებლო მოთამაშე“ (MVP) გახდა.
„ბოლონია“ 13 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 იანვარს ბერლინში „ალბას“ შეხვდება.