დღეს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 4-დან 16 იანვრის ჩათვლით ხორვატიაში გაიმართება.
კონტინენტის პირველობა წელს ახალი ფორმატით ჩატარდება და ჩვენი ქვეყნის გუნდი ხორვატიასთან, უნგრეთთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთან და მონტენეგროსთან ერთად პირველ დივიზიონშია.
საქართველო პირველ შეხვედრას დღეს იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.