აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც თორნიკე რიჟვაძე აღნიშნავს, განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე.
„დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს.
განუსაზღვრელია მისი უწმინდესობის როლი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მადლობა მას განვლილი გზისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის.
დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას ვუსურვებ“, - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.