ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმიანება:
„მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო - მიმართვა, სადაც ქართველ ერს ესაუბრება ნუგზარ წიკლაურის ღვაწლზე: მეო, ძალიან ცოტა მეგულება ასეთი გულმხურვალე პატრიოტი, რომელსაც ამხელა რაღაცები აქვს გაკეთებული პოლიტიკურ უბნებზეო! სამწუხაროდ, სააკაშვილი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს „რამხელა რაღაცეებში"... ამიტომ, იძულებული ვარ, დავამატო: დიახ, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსი თუ მეომარი, რომელსაც ამდენი მოხვედრია საკუთარ სადარბაზოსთან. მეგობრებო, განა ეს ცოტაა?! დიახ, არ არის ცოტა და ამიტომაც ანდობს სააკაშვილი ნუგზარ წიკლაურს ჩვენი ქვეყნის ბედს. დიახ, სწორედ მან უნდა გამოიყვანოს საქართველო იმ უბედურებიდან, რომელშიც იმყოფება.
მიხეილ, ნუგზარ, თან დაასხით!!!"
წყარო: expressinfo.ge