logo_geo
eng_logo
ამერიკელმა მოზარდმა „ტეტრისი“ მსოფლიოში პირველმა დახურა
- +

4 იანვარი. 2024. 16:20

 

 

13 წლის უილის გიბსონმა, რომელიც აშშ-ის შტატ ოკლაჰომაში ცხოვრობს, მსოფლიოში პირველმა გაიარა კომპიუტერული თამაშის „ტეტრისი“ ყველა ტური. ამის შესახებ The New York Times წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მოზარდს, რომელიც YouTube-ზე Blue Scuti-ს სახელით არის დარეგისტრირებული, ამისთვის სულ რაღაც 38 წუთი დასჭირდა. სწორედ ამ პლატფორმაზე ატვირთა უილისმა თამაშის ჩანაწერი. ბოლო, 157-ე ტურში ბლოკები ძალიან სწრაფად ვარდებოდა, ხაზის მორიგი გაქრობის შემდეგ კი თამაში გაჩერდა, რადგან შემდგომი პროგრამული კოდი უბრალოდ აღარ არსებობს. ,

 

ღმერთო ჩემო, ახლა გავითიშები, თითებს ვერ ვგრძნობ“, - ამბობ უილისი ვიდეოში. ბიჭი თამაშმა 2021 წელს გაიტაცა. მას შემდეგ კვირაში დაახლოებით 20 საათის განმავლობაში თამაშობდა „ტეტრისს“ და სხვადასხვა ტურნირშიც მონაწილეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner