logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: იმის გამო, რომ ოპოზიციამ კარგად არ იმუშავა და დემოკრატიული პროცესი ჩააგდო, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო
- +

4 იანვარი. 2024. 17:01

 

 

იმის გამო, რომ ოპოზიციამ კარგად არ იმუშავა და დემოკრატიული პროცესი ჩააგდო, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა!“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

როდესაც ქვეყანაში ნორმალური და სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, როდესაც ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე რეალური დადებითი გავლენა არ გააჩნია და მხოლოდ უკიდურესი მარგინალიზაციით არის დაკავებული, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დემოკრატიული კონტროლის გარეშე რჩება და შესაძლოა გარკვეული რისკები გაჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ რისკების თაობაზე ისაუბრა და ის ამ რისკების დასაზღვევად არის - ეს არის შესაძლო რისკი და არა ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა მისადაგებული იყოს იქითკენ, რომ ქვეყანაში კორუფციის რისკების გაჩენის პრევენცია მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner